მოურინიო: რატომ არ მომიხსენია ვენგერმა საკუთარ წიგნში? იმიტომ, რომ ჩემთვის არასდროს მოუგია...

მოურინიო: რატომ არ მომიხსენია ვენგერმა საკუთარ წიგნში? იმიტომ, რომ ჩემთვის არასდროს მოუგია... "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს, თუ რატომ არ მოიხსენია არსენ ვენგერმა ხსენებული სპციალისტი საკუთარ ახალ წიგნში.

"იმიტომ, რამ მას ჩემთვის არასდროს მოუგია. თქვენ რომ წიგნს წერდეთ, ახალ თავს ხომ არ მიუძღვნიდით იმ ფაქტებს სადაც 12-14 წაგებული თამაში იქნებოდა ასახული. ასე, რომ რატომ უნდა დაეწერა ვენგერს ჩემზე? წიგნი ეს ისეთი რამ არის, რამაც თქვენ ბედნიერება და სიამაყე უნდა მოგანიჭოთ. შესანიშნავად მესმის არსებული მოცემულობის." - აცხადებდა მოურინიო.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერის გუნდები ერთმანეთს სულ 19 ჯერ დაუპირისპირდნენ. 10 შეხვედრა პორტუგალიელი სპეციალისტის გამარჯვებით დასრულდა, 7 ჯერ გუნდები ფრეს დასჯერდნენ. ვენგერმა მხოლოდ ორი მატჩის მოგება შეძლო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ