Goal: კლოპი რობერტო ფირმინოს შესახებ საუბრობს

Goal: კლოპი რობერტო ფირმინოს შესახებ საუბრობს "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში რობერტო ფირმინოს შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს, ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით, "ლივერპული" "ევერტონს" დაუპირისპირდება.

"არ ვიცი, ჩემთვის როდის გახდება ეს პრობლემა (იგულისხმება ფირმინოს უგოლო პერიოდი). სხვა რამ არის მნიშვნელოვანი: რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს მისი თამაში მთლიანად გუნდზე. პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრა წავაგეთ, თუმცა მანამდე არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ. ბობიმ გოლები ვერ გაიტანა, მიუხედავად ამისა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ჩვენ განვიხილავთ, როგორც გუნდურ ისე ინდივიდუალურ ქმედებებს, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარე დამკვირვებელი აკეთებს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ფირმინომ გაიტანოს. "ასტონ ვილასთან" გამართულ შეხვედრაში მას ორი შესანიშნავი მომენტი ჰქონდა. ეს ვიცი. მასსაც არ მოსწონს ეს ყველაფერი, ისევე როგორც მე. თუმცა ეს ერთადერთი რამ არ არის, რისი გაკეთებაც ამ ფეხბურთელს შეუძლია."
- ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს გამოცემა Goal.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.