რონალდ კუმანი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

«თითოეულ შეხვედრაში გვინდა მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელები გამოვუშვათ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. ვიცით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ყოველთვის არის დაღლილობის ფაქტორი. განსაკუთრებით ეს ეხება დიდ გუნდებს, სადაც ფეხბურთელების უმეტესობას ვუშვებთ, თუმცა კატალონიაში ყველა ენთუზიაზმითა და სიხარულით დაბრუნდა.
ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი. ვფიქრობ, მესი მომავალ ოთხ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ფეხბურთელებს გავესაუბრები და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუმცა ლეო უკვე მრავალი წელია დატვირთული გრაფიკის პირობებში მუშაობს. ამას გარდა, თუ ის მოედანზე არ გამოდის, ესეიგი დაღლილად გრძნობს თავს.
თუ რაიმე სამედიცინო პრობლემები არსებობს, ეს უკვე სხვა საკითხია», – განაცხადა რონალდ კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს კატალონიური კლუბის სტუმრად ხეტაფეს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.