ულე გუნარ სულშერი: «პასუხისმგებელი მე ვარ»

ულე გუნარ სულშერი: «პასუხისმგებელი მე ვარ» «მანჩესტერ იუნაიტედის» მთავარმა მწვრთნელმა, ულე გუნარ სულშერმა, ცნობილ სპორტულ ვებ-პორტალ goal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წითელი ეშმაკების ასეთ სუსტ სტარტზე პასუხისმგებელი თავდაა.

«მე უნდა ვიყო ყურადღების ცენტრში, რადგან მე ვარ მწვრთნელი და მე მეკისრება პასუხისმგებლობა. ხელებს მაღლა ვწევ.

თუ თქვენ მოთამაშე ან მანჩესტერ იუნაიტედის თანამშრომელი ხართ, უნდა მიეჩვიოთ ამ წნეხს. სულიერად ძლიერი უნდა იყო. ჩემთვის ეს კიდევ ერთი პერიოდია, როდესაც შეგვიძლია ვაჩვენოთ და დავუმტკიცოთ მოთამაშეებს, თუ როგორ ძლიერ გვჯერა მათი.

შემდეგ შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, ვიცი, რომ ამ გუნდს შეუძლია შედეგების ჩვენება და სატურნირო ცხრილში პოზიციების გაუმჯობესება
», – სულშერის სიტყვებს ციტირებს goal.com.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის «მანჩესტერ იუნაიტედი» ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის 16-ე ადგილზე იმყოფება. სულშერის გაწვრთნილი გუნდი «კრისტალ პალასთან» (1:3) და «ტოტენჰემთან» (1:6) დამარცხდა. «ბრაიტონთან» შეხვედრა კი გაჭირვებით მოიგო ანგარიშით 3:2

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.