ნეიმარი «მანჩესტერ იუნაიტედთან» ითამაშებს

ნეიმარი «მანჩესტერ იუნაიტედთან» ითამაშებს «პარი სენ-ჟერმენის» მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში, ნიმასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, განაცხადა, რომ ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო «პსჟ»-ს ბრაზილიელმა შემტევმა საფრანგეთის მე-7 ტურის შეხვედრა გამოტოვა. როგორც გაირკვა სანაკრებო პაუზის შემდეგ თომას ტუხელმა ნეიმარს დასვენების საშუალება მისცა.

გერმანელი სპეციალისტის თქმით ნეიმარი «მანჩესტერ იუნაიტედთან» სათამაშოდ მზადაა და სამშაბათს გასამართ შეხვედრაში ბრაზილიელ შემტევს ვიხილავთ.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ