მარკო ვერატი «მანჩესტერ იუნაიტედთან» ითამაშებს

მარკო ვერატი «მანჩესტერ იუნაიტედთან» ითამაშებს «პარი სენ-ჟერმენის» ნახევარმცველი, მარკო ვერატი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩისთვის მწყობრში იქნება და «მანჩესტერ იუნაიტედთან» ითამაშებენ

L'Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკო ვერატის მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აქვს, რომელიც იტალიის ნაკრებში მიიღო, სწორედ ამის გამო გამოტოვა საფრანგეთის ჩემპიონატში ნიმას წინააღმდეგ შეხვედრა.

L'Equipe-ს ინფორმაციით მარკო ვერატის ტრავმა სერიოზული არ არის და მედიკოსები იმედისმომცემ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ 27 წლის იტალიელი ცენტრალური ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ «პსჟ» — «მანჩესტერ იუნაიტედის» მატჩი შემდეგ სამშაბათს პარკ დე პრენსზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.