კარლოს საინსი: «ალონსო რენოში კარგ დროს გადადის»

კარლოს საინსი: «ალონსო რენოში კარგ დროს გადადის» «მაკლარენის» პილოტი, კარლოს საინსი, გამოცემა Motorsportweek-თან ინტერვიუში «ფორმულა 1»-ში მისი თანამემამულის, ორგზის ჩემპიონის, ფერნანდო ალონსოს დაბრუნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რენოში კარგ დროს უერთდება.

შეგახსენებთ, რომ 39-წლის ესპანელი პილოტი «რენოს» ღირსებას «ფორმულა 1»-ის 2021 წლის სეზონიდან დაიცავს.

ჩემი აზრით, რენო ახლა შესანიშნავად მუშაობს. მძიმე 2019 წლის შემდეგ, გუნდი აშკარად სწორი მიმართულებით მიდის. მიმაჩნია, რომ ფერნანდო რენოს კარგ დროს შეუერთდა და ეს ფორმულა 1-თვის შესანიშნავი სიახლეა. ზოგადად, ალონსოს დაბრუნება ყველასთვის კარგი სიახლეა», - კარლოს საინსის სიტყვებს ციტირებს Motorsportweek.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ