ფრენკ ლემპარდი: «აზარის სახით ჩელსიმ საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა»

— მიმაჩნია, რომ აზარის წასვლით ჩელსიმ პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა. ჩვენ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა არ შეგვეძლო, ამიტომ გასულ წელს ერთადერთი რაც შეგვეძლო მოედანზე შრომა იყო».
— გუნდები, რომლებიც ცდილობენ სატურნირო ცხრილის ტოპ-6-ში მოხვდნენ 2019 წლის ზაფხულში ბევრ ფულს ხარჯავდნენ, ისევე როგორც ამ წელს. მათ ერთი წლის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ ახალწვეულები მოეწყოთ გუნდში, ჩვენ მათ წინააღმდეგ ვიბრძვით, ვინც წლებია გუნდს აშენებენ».
— ჩვენც გვინდა ჩვენი გუნდის აშენება. ჩელსიმ ორი სატრანსფერო ფანჯარა გამოტოვა, თუმცა ახლა კლუბი დაბრუნდა, ჩვენ ფეხბურთელები შევიძინეთ, რომლებიც გუნდს უკეთესს გახდიან», - ფრენკ ლემპარდის სიტყვებს ციტირებს goal.com