თბილისის დინამო ალბანურ ტირანასთან დამარცხდა

მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებზე გოლის გატანის იმედი ჰქონდათ, თუმცა ტერიტორიული უპირატესობისა და ბურთის ფლობის მიუხედავად, ტირანას კართან რეალურად სახიფათო მომენტების შექმნა დინამოელებმა ვერ მოახერხეს.
შეიძლება ითქვას, რომ ალბანელები მეორე ნომრად თამაშობდნენ, თუმცა სწორედ ტირანამ მოახერხა ანგარიშის გახსნა. აგუსტინ ტორესამ დინამოს მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და გოლი გაიტანა.
ვითარების გამოსასწორებლად თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა, თავდასხმის ხაზი გააძლიერა, თუმცა შეხვედრის 86' წუთზე დედაქალაქელთა ევრო-ტურნირების ოცნებებს მეორე გოლმა წერტილი დაუსვა.
ერნესტ მუჩის შორეული დარტყმული ბურთის ხელში დაჭერა როინ კვასხვაძემ ვერ მოახერხა, დამატებაზე კი თავი ისმაელჯიჩიმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში 0:2 დააფიქსირა.
ამრიგად, თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა, ხოლო ალბანური ტირანა შემდეგ ეტაპზე სერბეთის ცრვენა ზვეზდას შეერკინება.