Goal: რალფ ჰაზენჰუტლი ტიმო ვერნერის შესახებ საუბრობს

Goal: რალფ ჰაზენჰუტლი ტიმო ვერნერის შესახებ საუბრობს "საუთჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა რალფ ჰაზენჰუტლმა, ლონდონის "ჩელსის" შემტევის ტიმო ვერნერის შესახებ ისაუბრა და მისი მისამართით საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა. შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგის მოახლოებულ შეხვედრაში "საუთჰემპტონი" "არისტოკრატებს" დაუპირისპირდება.

"მრავალ ფეხბურთელთან მიმუშავია, ის კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია. მის წინააღმდეგ დაცვითი მოქმედება ძალიან რთული საქმეა. ტიმო სულ უფრო მეტად ხდება სრულყოფილი თავდამსხმელი და ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. ლონდონის "ჩელსისთვის" ეს დიდებული ტრანსფერი იყო. ვერნერი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როდესაც გოლების გატანას ახერხებს. იმედს ვიტოვებ, ამ შეხვედრის შემდეგ ის თავს ბედნიერად ვერ იგრძნობს.

ჯერჯერობით ქომაგს საუკეთესო ვერნერი არ უნახავს. მან მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა სათასო ბრძოლაში. ასევე, არასწორია, ყურადღების გამახვილება მხოლოდ ვერნერის შეჩერებაზე. "ჩელსის" შემადგენლობაში მრავალი შესანიშნავი ფეხბურთელია თავმოყრილი.

იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა ტიმოს გამოველაპარაკო, თუმცა არა გატანილი გოლების მილოცვასთან დაკავშირებით. ამ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ. ჩვენ ერთად ორი დაუჯერებელი წელი გავატარეთ. მახსოვს, ის "შტუტგარტიდან" ავიყვანეთ, საკმაოდ მცირე თანხის სანაცვლოდ. ვიცოდით, რომ "ლაიპციგში" მისი თამაში იდეალური იქნებოდა, რადგან ის ერგებოდა ამ სტილს. მან პროგრესი თვითონ განიცადა, თავდაუზოგავი შრომით. ერთობლივი მუშაობის პირველივე წელს, ტიმომ უამრავი გოლი გაიტანა."
- ციტირებს გამოცემა Goal რალფ ჰაზენჰუტლის სიტყვებს.

ხსენებულ გუნდებს შორის დაპირისპირება 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.