ჟირუ: ბენზემას სიტყვები არ მწყენია

ჟირუ: ბენზემას სიტყვები არ მწყენია საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" შემტევი ოლივიე ჟირუ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის კარიმ ბენზემას შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი სიტყვები არ წყენია. შეგახსენებთ, რამდენიმე ხსნის წინ ბენზემამ საკუთარი თავი ფორმულა 1-ს შეადარა, ჟირუ კი კარტინგად მოიხსენია.

"მას ძალიან კარგად ვიცნობ, ამიტომ ბევრი ვიცინე. ბენზემას სიტყვები არ მწყენია. შესაძლოა ჩემი კარიერა კიდევ უფრო უკეთესი ყოფილიყო, მას რომ ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა განეგრძო, ვინაიდან ორივე შემტევები ვართ. სამწუხაროდ, ამას ვერასდროს გავიგებთ." - ციტირებს ჟირუს სიტყვებს გამოცემა Telefoot.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი, კარიმ ბენზემას 2015 წლიდან აღარ იძახებს ნაკრების შემადგენლობაში. მიზეზად ვალბუენას შანტაჟი სახელდება. ბენზემა ნახევარმცველს ინტიმური ვიდეოს მეშვეობით აშანტაჟებდა -აღნიშნავს გამოცემა. რაც შეეხება ოლივიე ჟირუს, მან 2018 წელს "მამლებთან" ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.