იტალიის სპორტის მინისტრი: რონალდომ სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია

იტალიის სპორტის მინისტრი: რონალდომ სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი შემტევის კრშიტიანო რონალდოს შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სპორტსმენმა სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია. შეგახსენებთ, რონალდოს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ამის შემდეგ კი ფეხბურთელი კვლავ ტურინში დაბრუნდა.

"ჩემი აზრით რონალდომ სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია. მას ჯანდაცვის სამინისტროდან სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა." - აცხადებს მინისტრი.

ხსენებულ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი - "თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინსტროებს, რათა მათგან შესაბამისი ახსნა-განმარტება მოისმინოთ. "იუვენტუსი" სრულად იზიარებს ფედერალურ პროტოკოლს. მე სპორტული მენეჯერი ვარ, ასე რომ ვერ გეტყვით დაარღვია თუ არა რონალდომ, სამედიცინო პროტოკოლი." - აღნიშნა "იუვენტუსის" ხელმძღვანელმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.