ჰელმუტ მარკო: «ყველაზე მეტად მერსედესის პროგრესმა გამაკვირვა»

«მთლიანობაში ამ სეზონს ნორმალურად ვერ შევაფასებთ. ყველაზე მეტად ორმა რამ გამაკვირვა. პირველ რიგში, მერსედესის საგრძნობი პროგრესი - მგონია, რომ ისინი დარწმყნებულნი არ იყვნენ იმაში მისცემდნენ თუ არა ფერარის საკუთარი სისტემის (ძრავის კონსტრუქციის) შენარჩუნების უფლებას. სწორედ ამის გამო მერსედესში შრომას მოუმატეს. მათი პროგრესი ჰონადზე უკეთესიც კი გამოდგა, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდით მათ უკან», - ამბობს მარკო.
«ჩვენ მონაცემების კორელაციასთან დაკავშირებით პრობლემები გვქოდა, აეროდინამიკური მილიდან სხვა მომნაცემებს ვიღებდით, ხოლო გზაზე სხვა რამ ხდებოდა. განსხვავებული კალენდარის გამო სხვაობის აღმოფხვრა დროულად ვერ მოვახერხეთ. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ზედიზედ სამი გრან-პრის ჩატარება გიწევთ, უბრალოდ ცოტა დასვენების მოთხოვნილება გიჩნდებათ. ჩვენ უკვე გავიარეთ ვრცელი გზა და რომ არა უსაფრთხოების მანქანა ნიურბრუნგრინგზე ყველას გადავასწრებდით», - ჰელმუტ მარკოს სიტყვებს ციტირებს GP Blog.