კლოპი: ანჩელოტი დიდებული სპეციალისტია

"ეს არის ტოპ-გუნდი, ტოპ-მენეჯერით! რასაც მე კარლო ანჩელოტის მიმართ ვფიქრობ, დიდი საიდუმლო არასდროს ყოფილა. შეუძლებელია, ამაზე მეტად დავაფასო ის, როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი. ბრწყინვალე, დიდებული პიროვენბა! პირველივე დღეს, როდესაც გავიგე, რომ ხსენებული სპეციალისტი "ევერტონთან" კონტრაქტს გააფორმებდა, აღვნიშნე რომ ის ღირსეული კანდიდატია აღნიშნულ თანამდებობაზე.
ზაფხულში "ევერტონს" ბრწყინვალე სატრანსფერო პერიოდი ჰქონდა. მათ ზუსტად ის მოთამაშეები მოიძიეს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებდნენ, ისედაც ძლიერ გუნდს. კარლოს მითითებები კი მათ შესანიშნავ გუნდად აქცევს. მათი თამაში არ გამკვირვებია." - აღნიშნავს კლოპი გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.
17 ოქტომბერს ჩანიშნული შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 15:30 საათზე აიღებს.