ზამთარში მემფის დეპაი «ბარსელონაში» გადავა

ზამთარში მემფის დეპაი «ბარსელონაში» გადავა მემფის დეპაი «კატალონიის ბარსელონას» რიგებს მიმდინარე სეზონის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდება, ესპანურმა გრანდმა გარიგების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport ავრცელებს.

წყარო იტყობინება, რომ კატალონიელებმა «ლიონის» ჰოლანდიელ შემტევთან ტრანსფერის საკითხი უკვე შეათანხმეს და მოსალოდნელია, რომ მემფის დეპაი ბარსელონას რიგებს უკვე მომავალი წლის იანვარში შეუერთდება.

Diario Sport-ის ინფორმაციით დეპაის ტრანსფერის პარალელურად კატალონიელები ცდილობენ სახელფასო ხარჯები შეამცირონ. ესპანურ გრანდში უსმან დემბელესა და მარტინ ბრეიტუეტისთვის ახალ კლუბებს ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის მესვეურებს მემფის დეპაის გაფორმება ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სურდათ, თუმცა როგორც საბოლოოდ გაირკვა მხარეებს შორის სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ მოხდა შეთანხმება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.