BBC: კლოპმა "ასტონ ვილასთან" განცდილი მარცხი გაიხსენა

BBC: კლოპმა "ასტონ ვილასთან" განცდილი მარცხი გაიხსენა "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს "ასტონ ვილასთან" განცდილი გამანადგურებელი მარცხი გაიხსენა. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ "ლივერპული" აღნიშნულ კლუბთან ანგარიშით 2:7 დამარცხდა.

”ამ თამაშის შემდეგ დამდგარი ღამე, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ ვიცოდი, რომ ბიჭებთან დილით უნდა მესაუბრა. ფეხბურთელები ჩემს გვერდით არ იყვნენ, ამიტომ მათ ძალიან გრძელი შეტყობინება მივწერე, რომელშიც გამოვთქვი მთელი ჩემი აზრი მომხდარ ფაქტზე. ამის შემდეგ თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობდი, რადგან ამ ყველაფერს შიგნით აღარ ვიტოვებდი. ამ წუთიდან შეგვეძლო მოძრაობის გაგრძელება, რაც გავაკეთეთ კიდეც.

ამ წარუმატებლობასთან გასამკლავებლად დიდი დრო გვქონდა. თამაშის წაგება საპირისპიროა იმისა, რაც ჩვენ გვსურს. წაგება ანგარიშით 2:7 კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უარესია, მაგრამ ზოგჯერ ასეთ რამ უნდა მოხდეს კიდეც. გამოცდილება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ამის შანსი შაბათს გვეძლევა, "ევერტონთან" მოახლოებულ დაპირისპირებაში”
- აცხადებს კლოპი გამოცემა BBC- სთან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.