ზაფხულში ლაუტარო მარტინესმა «ჩელსიში» გადასვლაზე უარი თქვა

Tutto Mercato Web-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 23-წლის არგენტინელ ფეხბურთელს იმედი ჰქონდა, რომ «მადრიდის რეალში» ან «კატალონიის ბარსელონაში» შეძლებდა კარიერის გაგრძელებას და სწორედ ამიტომ უთხრა არისტოკრატებს უარი.
შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი იტალიური ინტერის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. 23-წლის ფორვარდი ნერაძურიმ არგენტინული რასინიდან შეიძინა და მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატის 3 შეხვედრაში 3 გოლისა და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახდინა. transfermarkt-ის ინფორმაციით მარტინესი მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.