ერიკ ჩუპო-მოტინგი: "ბაიერნის" წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია

”მშვენიერი საღამოა. მოხარული ვარ, რომ გერმანიაში დავბრუნდი და ორი გოლი გავიტანე. კარგი დებიუტი იყო. დურენმა ჩვენი თამაშის კოპირება სცადა, ამიტომ დასაწყისში გარკვეული სირთულეები შეგვექმნა. არანაირი შეგრძნება არ იყო, რომ ჩვენ სხვადასხვა ლიგებში ვთამაშობდით.
"პსჟ"-ს სურდა, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მე მათი წინადადება არ მივიღე. იყო რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება. მე არჩევანი მაშინვე გავაკეთე, როდესაც "ბაიერნი" ჩემს აგენტებს დაუკავშირდა. ეს ჩემთვის შოკი არ ყოფილა, თუმცა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია, გერმანიის უდიდესი კლუბი... ეს შესანიშნავი ლიგაა, მიუნხენი კი მშვენიერი ქალაქია. აქ ძალიან ბედნიერი ვარ” - ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი "ბავარიელთა" ახალწვეულის სიტყვებს.