რობერტ ლევანდოვსკი რონალდუს რეკორდთან ახლოსაა

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ტურნირზე 31 წლის ფორვარდმა ყველა შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.
რობერტ ლევანდოვსკის საგოლე სერია — ცხრა შეხვედრა, რაც რუდ ვან ნისტელროის რეკორდის გამეორებაა. ჰოლანდიელმა 2003 წელს «მანჩესტერ იუნაიტედის» შემადგენლობაში ზედიზედ 9 შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა.
გაცილებით ვრცელი სერიით შეუძლია იამაყოს მადრიდის «რეალის» ყოფილმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც 2017/18 წლების სეზონში ზედიზედ 11 შეხვედრაში გაიტანა გოლი.
31 წლის პოლონელი გოლების რაოდენობაშიც ეჯიბრება პორტუგალიელს, რომელმაც 16 ბურთის გატანა 2015/16 წლების სეზონში მოახერხა, ხოლო ტურნირის საუკეთესო რეზულტატი, ასევე რონალდუს ეკუთნის. კრიშტიანუმ 2013/14 წლებში 17 ბურთი შეაგდო.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე 15 გოლია, წინ კი ფინალური მატჩია «პსჟ»-თან.