«ჰიუსტონის» გენერალური მენეჯერი კლუბს დატოვებს

«ჰიუსტონის» გენერალური მენეჯერი კლუბს დატოვებს «ჰიუსტონის» გენერალურმა მენეჯერმა, დერილ მორიმ, კლუბში დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით მორიმ დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, «როკეტის» მფლობელს ტილმან ფერტიტეს თხოვნით მიმართა. შეხვედრა ლეიკერსთან გამართული NBA-ს პლეი-ოფის მატჩის შემდეგ მოხდა.

48 წლის მენეჯერი არ გამორიცხავს NBA-ში დაბრუნების შესაძლებლობას, თუმცა მოცემული მომენტისთვის გეგმავს დრო ოჯახს დაუთმოს. სანამ ჰიუსტონი ახალ კანდიდატურას არ იპოვის მის ადგილზე, მორი გარკვეული პერიოდი როკეტის მრჩევლად დარჩება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.