კონორ მაკგრეგორის დაბრუნების თარიღი ცნობილია

32-წლის ყოფილმა ჩემპიონა სურვილი გამოთქვა, რომ მისი კარიერის მორიგი ახალი ეტაპის სტარტი ტეხასის შტატში, ქალაქ არლინგტონში კოვბოების სტადიონზე შედგეს.
«ვეთანხმები, 23 იანვარი ძალაშია!», - წერს კონორ მაკგრეგორი ტვიტერზე. «ჩემი მიზანია ამ ბრძოლის კოვბოების სტადიონზე გამართვა. სწორი სტილი! ჯერი ჯონსი ჩვენი მეგობარია, ხოლო სტადიონს ჩვენი გულშემატკივრების დატევა შეუძლია. ტეხასისთვის მზად ვიქნები, ხოლო ტეხასი ჩემი ფანებისთვს იქნება მზად! შემდეგ მენი»
I accept, Jan 23rd is on!
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) October 14, 2020
My goal is to see this fight take place in Cowboy stadium. Proper Style! Jerry Jones is a friend and the stadium can hold our crowd. I will be ready for Texas and Texas will be ready for my fans!
Then Manny. #McGregorSportsandEntertainment
შეგახსენებთ, რომ ყველაზე დიდი mma პრომოუშენის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს ბრძოლის ლას-ვეგასში UFC 255 ან UFC 256 ტურნირზე გამართვა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ორივე ნომრიან ტურნირზე ორ-ორი საჩემპიონო ბრძოლაა დაგეგმილი.
დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორს შორის გასამართი ბრძოლა 2014 წლის UFC 178 ტურნირის რევანში იქნება. წლების წინ ირლანდიელმა მებრძოლმა 2 წუთში მოახერხა პორიეს დამარცხება ტექნიკური ნოკაუტით.