«იუვენტუსში» კორონა ვირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

«იუვენტუსში» კორონა ვირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიო ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, «ტურინის იუვენტუსში» კორონა ვირუსი კიდევ ორ ფეხბურთელს დაუდგინდა, რომლებიც U23 გუნდის წევრები არიან.

აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს და ადასტურებს იტალიური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი. განცხადებაში მითითებულია, რომ კორონა ვირუსზე ტესტის დადებითი პასუხი ტომაზო ბარბერისა და გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელს მოუვიდათ, რომლის სახელსა და გვარსაც არ ასაჯაროებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ COVID-19 დაუდასტურდა U23-ის გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელს, ლამბერტო ძაულის. კორონა ვირუსთან დაკავშირებით პრობლემებია ტურინული კლუბის პირველ გუნდშიც. როგორც სტატიის დასაწყისში გითხარით ტესტზე დადებითი პასუხი კრიშტიანუ რონალდუსა და ვესტონ მაკ-კენს მოუვიდათ.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.