ერიკ ჩუპო-მოტინგმა პირველივე შეხვედრაში დუბლი გაიფორმა

შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა რეკორდმაისტერის 31-წლის ახალწვეულს ერიკ ჩუპო-მოტინგს. კამერუნელმა ფორვარდვა მიუნხენის ბაიერნის რიგებში პირველივე მატჩში თავის გამოჩენა მოახერხა და დიურენთან დუბლი გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა 31-წლის ჩუპო მოტინგს რეკორდმაისტერის კიდევ ერთმა ახალწვეულმა ბუნა სარმა გაუკეთა, რომელიც გერმანული გრანდის რიგებში მარსელის ოლიმპიკიდან გადმოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ერიკ ჩუპო-მოტინგი მიუნხენური კლუბის მესვეურებმა გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იყიდეს. კამერუნელი ფორვარდის სანაცვლოს რეკორდმაისტერმა პარი სენ-ჟერმენს 4 მილიონი ევრო გადაუხადა.