ტაირონ ლუ «კლიპერსის» მწვრთნელი გახდება

შეგახსენებთ, რომ 43-წლის ამერიკელი სპეციალისტი კლიპერსის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ 2019 წლიდან მუშაობდა. 2016 წელს ამ უკანასკნელმა კლივლენდს მოუტანა ჩემპიონის ტიტული.
ESPN story on the Clippers finalizing a five-year deal to hire Ty Lue as the franchise's new head coach: https://t.co/RyFqCxZPgO
— Adrian Wojnarowski (@wojespn) October 15, 2020
აღსანიშნავია, რომ ლუ ჰიუსტონის მთავარი მწვრთნელის პოსტის ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტიც იყო. დღეს გაირკვა, რომ ჰიუსტონის გენერალურმა მენეჯერმა, დერილ მორიმ, გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება დოკ რივერსს, ეს უკანასკნელი კლიპერსის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დენვერთან NBA-ს პლეი-ოფში განცდილი მარცხის გამო გაანთავისუფლეს. მოგვიანებით კი რივერსმა ფილადელფია ჩაიბარა.