დავიდ ბლეტი: «ლებრონი 21-ე საუკუნის საუკეთესო კალათბურთელია»

«ჩემი აზრით, ერთი კალათბურთელის საუკეთესოდ დასახელება არ შეიძლება. ყველა ათწლეულს თავისი სუპერგმირი ჰყავდა და მათი შედარება მინიმუმ არასერიოზული იქნება.
მიმაჩნია, რომ 60-იანებში ბილლ რასელი და უილტ ჩემბერლენი, 70-იანებში კარიმ აბდულ-ჯაბარა, 80-იანებში მეჯიქ ჯონსონი და ლერი ბრედი, 90-იანებში მაიკლ ჯორდანი იყო საუკეთესო. 21-ე საუკუნის 20 წლის საუკეთესო კალათბურთელი კი უდავოდ ლებრონ ჯეიმსია.
არიან ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და საინტერესო არგუმენტების მოჰყავთ ჯეიმსის წინააღმდეგ, თუმცა ეს მორიგი ფაქტია.
თუ ლებრონისა და ენტონი დევისის დუეტზე ვისაუბრებთ, ისინი ერთმანეთს იდეალურად უგებენ. მათი პირველი ერთად ასპარეზობის წელი, რომ გავიხსენოთ იდეალური იყო. ბიჭები ერთმანეთს შესანიშნავად ავსებენ, არ ძუნწობდნენ, ორივე წირავდა პირად სტატისტიკას გუნდის გამო. რა იქნება მომავალში ამას ვნახავთ. ახლა ეს ტანდემი NBA-ში საუკეთესოა», – განაცხადა დავიდ ბლეტმა «Спорт-Экспресс»-თან ინტერვიუში.