კურტუა: მესი თუ რონალდო?

კურტუა: მესი თუ რონალდო? ბელგიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ტიბო კურტუა, რომელიც მოცემულ მომენტში მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას.

"ჩემი აზრით ორივე ეს ფეხბურთელი სხვა სამყაროდანაა. რონალდო - ეს ათლეტიზმია, ძალა, სისწრაფე... მას აქვს გოლის გატანის ალღო, უნარი იმისა, რომ სწორად შეარჩიოს პოზიცია. ეს ყველაფერი მესისაც გააჩნია, ის უფრო მეტად ნიჭიერია, ფლობს უნარს მოულოდნელი მოძრაობებით მეტოქე ფეხბურთელი ჩამოიშოროს. სულ რაღაც ორ კვადრატულ მეტრში შეუძლია ოთხ მცველს გაექცეს.

მათი შედარება არ შეიძლება. ვერ გეტყვით, რომელია ამ ორიდან საუკეთესო. ვამაყობ იმით, რომ მათ წინააღმდეგ მითამაშია. რა თქმა უნდა, ჩემთვის ორივეს გაუტანია."
- ციტირებს გამოცემა Cadena Ser ტიბო კურტუას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.