ოზილი: მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოში ყველამ იცოდეს, რომ მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის ტერიტორიად არის მიჩნეული, თუმცა ხსენებული მიწა დროებით ოკუპირებულია. 2008 წლის მარტის თვეში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზულუცია, რომელიც აღიარებდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვდა სომხურ ფორმირებებს დაეტოვებინათ აღნიშნული მიწა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეასრულონ რეზოლუციით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სრულად ვიზიარებ, გაეროს და ზოგადად მრავალი ადამიანის შეშფოთებას მთიან ყარაბაღში განვითარებული სამხედრო კონფლიკტის გამო. ეს საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას. მოდით ერთად მივაღწიოთ მშვიდობას, ერთად ვიაროთ სამართლიანი მომავლისკენ, სადაც ადგილი არ ექნება სისასტიკეს. ორივე მხარეს დაღუპული თითოეული ადამიანი, ჩვენი საერთო დანაკაგია" - წერს მესუთ ოზილი.
‘Azerbaycan’ın derdi bizim derdimiz, sevinci bizim sevincimizdir’ M.Kemal Atatürk
— Mesut Özil (@MesutOzil1088) October 13, 2020
Tek millet, İki devlet 🇹🇷🇦🇿 pic.twitter.com/dUDm9lfoik