მანჩინი: ჰოლანდიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს

- ეს იყო ლამაზი და ამაღელვებელი მატჩი. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოდა. ჰოლანდიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს. სექტემბერში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა ვინმე ამას არ დაეთანხმოს, მაგრამ მაშინ ჩვენ უბრალოდ ძალიან კარგი მატჩი გვქონდა.
მათ პირველად ითამაშეს ხუთი მცველით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შესაბამისად განეწყვნენ პირველი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ვიცოდით, რომ მატჩი რთული იქნებოდა. ვუტევდით და ვფიქრობ, საერთო ჯამში მეტი მომენტები შევქმენით.
ახლა პირველი ადგილისთვის, პოლონეთთან გველის შეხვედრა. მუდამ ვცდილობთ თითოეულ მატჩში მხოლოდ გამარჯვებას მივაღწიოთ, კიდევ რა არის სათქმელი? დარჩენილ ორ შეხვედრას მოვიგებთ და პლეი ოფში გავალთ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
#Azzurri 🇮🇹#NationsLeague: Honours even in Bergamo.
— Italy ⭐️⭐️⭐️⭐️ (@azzurri) October 14, 2020
Match report 👉 https://t.co/optIWHtrCp
Poland move to the top of the group after victory over Bosnia and Herzegovina.#ITANED #VivoAzzurro pic.twitter.com/I6TJAm6Mbb