სერჟ გნაბრი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

აღნიშნულ დაპირისპირებაში თავის გამოჩენა მოახერხა რეკორდმაისტერისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ, რომელმაც «ლიონს» დუბლი შეუსრულა.
გერმანელმა «ლიონის» კარი ჯერ 13' წუთზე, ხოლო მეორედ 33 წუთზე აიღო.
Two goals = Man of the Match ⭐ #MissionLis6on #OLFCB 0-3 pic.twitter.com/KS1Yf5r3Zj
— FC Bayern English (@FCBayernEN) August 19, 2020
მიუნხენური კლუბის ტვიტერის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სერჟ გნაბრი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჩემპიონთა ლიგაზე ახალგაზრდა გერმანელის ანგარიშზე 9 შეხვედრიდან 9 გატანილი ბურთი და ორი შედეგიანი გადაცემაა.