სერჟინიო დესტი: მესი საუკეთესო ფეხბურთელია

”მე მოტივირებული ვარ იმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობ, ამაზე ვოცნებობდი. აქ თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე - ლიონელ მესი! მისგან და სხვა ფეხბურთელებისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. განვითარება საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაშის დროს მოდის. მესის ტელევიზორში მუდამ ვადევნებდი თვალს, YouTube- ზე ვუყურებდი მას, ახლა კი მასთან ერთად ვვარჯიშობ. ეს შესანიშნავია ” - აცხადებდა დესტი.
სერჟინიო დესტი კატალონიის "ბარსელონას" შემადგენლობაში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი 19 წლის მარჯვენა განაპირა მცველს - 20 მილიონ ევროდ აფასებს.
👀 #BarçaSevilla pic.twitter.com/DhANgG0ob5
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 2, 2020