საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა

საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა უეფას ერთა ლიგის С დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩი გაიმართა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდებს შორის. ვლადიმერ ვაისის გუნდმა ქალაქ სკოპიეში ჯგუფში უშუალო კონკურენტის დამარცხება ვერ მოახერხა და შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ჯამში თამაშის ხარისხი საკმაოდ დაბალი დონის იყო. ორივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში გავიდა. მას შემდეგ რაც მაკედონიელები უმცირესობაში დარჩნენ მატჩის 75-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის გადაცემის შემდეგ საქართველოს ნაკრების დაწინაურება „რუბინის“ შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა.

მიუხედავად უმცირესობაში დარჩენილი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში ვერ შეინარჩუნა. ჩვენდა სამწუხაროდ, მსაჯის მიერ დამატებით დროში პენალტი მივიღეთ, რომლის ზუსტად რეალიზებაც ეგზიან ალიოსკიმ შეძლო და წონასწორობა აღადგინა.

ამ მომენტისთვის საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს ექვს-ექვსი ქულა აქვთ და ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.

ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილი გუნდი უეფას ერთა ლიგის მორიგ შეხვედრას 15 ნოემბერს სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართავს, სამი დღის შემდეგ კი ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ