As: ვენგერი მადრიდის "რეალის" შესახებ საუბრობს

- "როდესაც ბავშვი ვიყავი, მადრიდის "რეალს" ვგულშემატკივრობდი. საშინელებაა, როდესაც იმ გუნდს ეუბნები უარს, რომელსაც მთელი ბავშობა ქომაგობდი, მაგრამ მე "არსენალის" რიგებში საკუთარი მისია მქონდა. აუცილებელი იყო კონტრაქტის ბოლომდე შესრულება. მე სიტყვა მქონდა მიცემული.
"რეალი" მიყვარდა. ბავშობიდან მოყოლებული ვთვლიდი, რომ ეს ყველაზე ძლიერი კლუბი იყო, ყველაზე ლამაზი და ყველაზე შთამბეჭდავი. საფეხბურთო კლუბებს შორის გამორჩეული. "რეალი" ჩემი ოცნება იყო - აღნიშნავდა ვენგერი.