დეშამი ხორვატიასთან მიღწეულ გამარჯვებაზე საუბრობს

დეშამი ხორვატიასთან მიღწეულ გამარჯვებაზე საუბრობს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, ერთა ლიგის ეგიდით, ხორვატიასთან გამართულ გასვლით მატჩზე ისაუბრა. შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა.

”ჩვენ ვიცოდით, რომ წინ ნამდვილი ბრძოლა გველოდა. მართლაც კარგად დავიწყეთ. სამწუხაროა, რომ ორი გოლით დაწინაურება ვერ მოვახერხეთ - კილიან მბაპეს შესანიშნავი მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.

ოქტომბერში კარგად ვიასპარეზეთ. შესანიშნავია, რომ ეს მონაკვეთი გამარჯვებით დასრულდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, ასე თითების გატკაცუნებით ვერ გაიმარჯვებ. თქვენ ასევე უნდა ადევნოთ თვალი, ოპონენტების თამაშსაც
” - განაცხადა დეშამმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ