კიელინი: რონალდო თავს კარგად გრძნობს

- კრიშტიანო თავს კარგად გრძნობს, სიმშვიდეს ინარჩუნებს და მზის აბაზანებს იღებს. როდესაც ის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
რაც შეეხება კორონა ვირუსს ზოგადად, აუცილებელია რომ ყველანი სრულ მზადყოფნაში ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის თამაში უნდა გავაგრძელოთ. აუცილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, თუმცა არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება, ასე უბრალოდ გაჩერება. ამისათვის ორი მიზეზი არსებობს: ეკონომიკური და სოციალური, - ციტირებს გამოცდილი მცველის სიტყვებს გამოცემა AS.