რონალდო: წინ ბიჭებო!

რონალდო: წინ ბიჭებო! პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, თუ როგორ გულშემატკივრობს ნაციონალურ გუნდს, ევროპის ერთა ლიგის შეხვედრაში.

14 ოქტომბერს გამართულ დაპირისპირებაში პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. რონალდო, რომელსაც კორონა ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, აღნიშნულ მატჩს იზოლაციიდან ადევნებდა თვალს.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იქ ვარ. წინ ბიჭებო, წინ პორტუგალია!" - წერდა კრიშტიანო.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.