თომას პართი: "არსენალის" მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა

თომას პართი: "არსენალის" მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა ლონდონის "არსენალის" ახალწვეული თომას პართი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ინგლისური კლუბის მიზნებზე საუბრობს.

--ლონდონის "არსენალის" მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. ეს არის ჩვენი ახალი მიზანი, ეს არის პირადად ჩემი მიზანი! "არსენალი" უნდა დაუბრუნდეს იმ ადგილს, სადაც იმსახურებს ყოფნას. გუნდის თითოეულ ფეხბურთელს გამარჯვება წყურია, მათ სურთ მოიგონ რაც შეიძლება მეტი ტიტული. სწორედ ეს არის ის, რისკენაც ვიღწვით, მათ შორის მეც, - აღნიშნავდა თომასი გამოცემა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში.

"მეთოფეებმა" ინგლისის პრემიერ ლიგა ბოლოს 2003/2004 წლის სეზონში მოიგეს. იმ პერიოდში გუნდს არსენ ვენგერი წვრთნიდა, რომელმაც სრული სეზონი ისე ჩაატარა, რომ არც ერთი მარცხი არ განუცდია. ვენგერი სულ რამდენიმე დღის წინ შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა.

--"ჩემი აზრით "არსენალში" შესანიშნავი გუნდური სული სუფევს. ამ კლუბს აქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი ღირსეულად წარმოაჩინოს. ვფიქრობ, რთული არ იქნება 56 ქულაზე მეტის მოგროვება, ანუ უფრო მეტის ვიდრე ეს წინა სეზონში იყო. დარწმუნებული ვარ "არსენალს" შეუძლია პრემიერ ლიგის პირველ ოთხეულში მოხვდეს. მეტიც, კიდევ უფრო უკეთ წარმოჩინდეს, რატომაც არა? ამ სეზონში მათგან სიურპრიზები არ უნდა გაგვიკვირდეს. განახორციელეს ბრწყინვალე ტრანსფერები, გააძლიერეს დაცვა...

"რაც ყველაზე მთავარია "არსენალმა" მოახერხა და საკვანძო ფეხბურთელები შეინარჩუნა, მაგალითად ობამეიანგი. ამ გუნდს აქვს ყველა საჭირო ინგრედიენტი, რათა წარმატებას მიაღწიოს და ამასთნ, გამოკვეთილ სისუსტეებს ვერ ვხედავ
, - ციტირებდა არსენ ვენგერის სიტყვებს გამოცემა Yahoo! Sport.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.