«ბარსელონა» მზადაა უსმან დემბელე 45 მილიონად გაყიდოს

«ბარსელონა» მზადაა უსმან დემბელე 45 მილიონად გაყიდოს «კატალონიის ბარსელონა» მზადაა ახალგაზრდა ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს, სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო დააკლოს და ფეხბურთელს 45 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეელიოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

Sky Sports იტყობინება, რომ კატალონიელებს 23-წლის დემბელეს გაყიდვა სურთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგ შემტევთან ესპანური გრანდის მესვეურებმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

უსმან დემბელეს შეძენით გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედი იყო დაინტერესებული, თუმცა მხარეები სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერიც არ შედგა.

transfermarkt-ის ინფორმაციით 23-წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს. უსმან დემბელეს მოქმედი კონტრაქტი კატალონიელებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

უსმან დემბელე ბარსელონას ღირსებას 2017 წლიდან იცავს. კატალონიელებმა ფრანგი შემტევის სანაცვლოდ დორტმუნდის ბორუსიას 105 მილიონი ევრო გადაუხადეს. კატალონიაში გატარებული პერიოდის განმავლობაში დემბელემ 75 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 19 გოლისა და 16 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.