ზამთარში ჯეიდენ სანჩო «დორტმუნდს» არ დატოვებს

მოგეხსენებათ გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში წითელი ეშმაკები 20-წლის შემტევის სამშობლოში დაბრუნებაზე მუშაობდნენ, თუმცა საბოლოოდ მხარეები სანჩოს სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ.
გერმანული კლუბის მესვეურებს ჯეიდენ სანჩოს სანაცვლოდ 120 მილიონი ფუნტის მიღება სურთ, ხოლო მანჩესტერელები მზად არიან 20-წლის ინგლისელი ტალანტის სანაცვლოდ მაქსიმუმ 90 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
BILD-ის ინფორმაციით იუნაიტედის ხელმძღვანელობა ჯეიდენ სანჩოს გადმობირებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთხელ შეეცდება, ხოლო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ 20-წლის ფორვარდი შესაძლოა ზამთარშივე გაიფორმონ წითელმა ეშმაკებმა სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონში ჯეიდენ სანჩომ დორტმუნდის მაისურით ჯამში 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 20-წლის ინგლისელი შემტევის ანგარიშზე 20 გოლი და 20 შედეგიანი გადაცემაა.