ჰელმუტ მარკო: «რედ ბული ჩემპიონობისთვის იბრძოლებს»

ჰელმუტ მარკო: «რედ ბული ჩემპიონობისთვის იბრძოლებს» «რედ ბულის» გუნდის მრჩეველმა, ჰელმუტ მარკომ, გამოცემა Motorsport-Total-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი 2021 წლის სეზონიდან მერსედესისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას აპირებს.

ჩვენ ბოლიდის ოპტიმიზაციას ვაკეთებთ და სეზონის პირველივე რბოლიდან შევუტევთ. ჩვენ ვაპირებთ მომავალ სეზონში რეალურად ვიბრძოლოთ ჩემპიონის ტიტულისთვის. არსებული გარემოება ამას ისე უწყობს ხელს, როგორც არასდროს», - ჰელმუტ მარკოს სიტყვებს ციტირებს Motorsport-Total.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის შემდეგ მერსედესი ყოველ წელს ახერხებს კონსტრუქტორების თასის მოგებას. 2014 წლიდან დღემდე ფორმულა 1-ის უცლველი ჩემპიონი ხდება ვერცხლის ისრების პილოტი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.