სერხიო აგუერო: «მესი საშინლად წუწუნა ადამიანია»

სერხიო აგუერო: «მესი საშინლად წუწუნა ადამიანია» არგენტინის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ფორვარდი, სერხიო აგუერო, ცნობილ ესპანურ სპორტულ ვებ-პორტალთან Sport.es-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი საშინლად წუწუნა პიროვნებაა.

ლიონელი საშინლად წუწუნა პიროვნებაა. ყოველთვის ჩართული ტელევიზორის ფონზე ვიძინებ, ხოლო დილით მესი ყოველთვის წუწუნებს ამაზე. ან მაგალითისთვის, ჩვენ ვბრუნდებით სასტუმროში 19:30 საათზე, ვახშამი დაგეგმილია 21:00 საათზე. ჩვენ უამრავი დრო გვაქვს, თუმცა ლეო აბაზანაში შედის და ქვემოთ ჩასასვლელად ემზადება».

ამ დროს მე უბრალოდ საცვალში ვზივარ და ტელეფონზე ვსაუბრობ. გადის ერთი საათი და იწყებს საუბარს: ჩვენ 9 საათზე გვიწევს ვახშამი, უკვე საათ-ნახევარში. მე ვაგრძელებ ტელეფონზე საუბარს, ხოლო ლეო განაგრძობს: ჩვენ 10 წუთი დაგვრჩა, ყოველთვის ვაგვიანებთ. ჩვენ უკვე ერთი საათია აქ ვზივართ. ამის შემდეგ ვიწყებ მომზადებას. მესის ძალიან არ უყვარს დაგვიანება», - სერხიო აგუეროს სიტყვებს ციტირებს Sport.es.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.