ხაბიბისა და გეტჯის ბრძოლას შესაძლოა გულშემატკივარი დაესწროს

ხაბიბისა და გეტჯის ბრძოლას შესაძლოა გულშემატკივარი დაესწროს აბუ-დაბიში გასამართი UFC 254 ტურნირის მთავარი დაპირისპირება მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ჯასტინ გეტჯის ბრძოლა იქნება. რაშიდ ალ-საიდის თქმით შესაძლოა ტურნირს გულშემატკივრებიც დაესწრონ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში განვითარებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო UFC-ს ტურნირები გულშემატკივრების გარეშე იმართება, რაც კორონა ვირუსის გავრცელების ერთგვარი პრევენციული ზომაა.

«ამ მომენტისთვის UFC 254 ტურნირზე გულშემატკივრების დასწრების საკითხს ვსწავლობთ. ვფიქრობთ როგორ მოვახდინოთ არენის შიგნით გულშემატკივრების მებრძოლებისა და პერსონალებისგან იზოლირება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება ამას მალე გამოვაცხადებთ».

«ჯერ-ჯერობით დადასტურებული არაფერია, თუმცა ამგვარი გეგმა არსებობს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა საფრთხის ქვეშ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ვერ დავაყენებთ. ეს ჩვენი პრიორიტეტია», — განაცხადა ალ-საიდმა BJ Penn-თან ინტერვიუში.

» წყარო

MMA
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.