საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება უეფას ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის მე-2 ჯგუფის მორიგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს გამართავს. ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ქალაქ სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამ მომენტისთვის მე-2 ჯგუფში ლიდერები საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები არიან 5-5 ქულით. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის პირველი მატჩი 8 სექტემბერს გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ნახსენები ნაკრებები ერთმანეთს კიდევ ერთხელ 12 ნოემბერს დაუპირისპირდებიან, თუმცა ეს მე-2 ჯგუფის მორიგი მატჩი არ იქნება, სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზურია.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იგორ ანგელოვსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსთან დღევანდელი დაპირისპირება 12 ნოემბერს გასამართი ფინალის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში ვლადიმერ ვაისის განკარგულებაში კვლავ არ იქნებიან გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე და ყვითელი ბარათების გამო შეხვედრას ჯაბა კანკავაც გამოტოვებს.

ქართველი გულშემატკივრების სამწუხაროდ შესაძლოა საქართველოს ეროვნული ნაკრების დახმარება თორნიკე ოქრიაშვილმაც ვერ მოახერხოს, რომელსაც როგორ ირკვევა ტრავმა აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ზუსტად ითამაშებს თუ არა თორნიკე ოქრიაშვილი დღეს ცნობილი არ არის.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.