"მილანის" სამწვრთნელო შტაბის წევრს COVID -19 დაუდგინდა

"მილანის" სამწვრთნელო შტაბის წევრს COVID -19 დაუდგინდა იტალიური "მილანის" ყოფილ მცველს დანიელე ბონერას, რომელიც მოცემულ მომენტში სტეფანო პიოლის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, კორონა ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ხსენებულ ინფორმაციას "მილანის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

”გუშინ დანიელე ბონერას, მას შემდეგ რაც სახლში ყოფნის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა, ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადებითი პასუხი მივიღეთ. ამჟამად მწვრთნელი თავს კარგად გრძნობს. გუნდიდან გუშინ აღებულ ყველა სხვა ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. ახლა პროტოკოლის შესაბამისად, მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება” - ვკითხულობთ პრეს-სამსახურის განცხადბაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.