პუიოლი: მესის გარეშე "ბარსელონას" ხილვა წარმოუდგენელია

პუიოლი: მესის გარეშე "ბარსელონას" ხილვა წარმოუდგენელია ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული უკანახაზელი კარლეს პუიოლი, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ "ბარსელონას" ხილვა ხსენებული ფეხბურთელის გარეშე, წარმოუდგენელი იქნება.

"როგორც "ბარსელონას" გულშემატკივარი, ჩემი სურვილი იქნებოდა მესის "ბარსელონაში" დარჩენა. ამ გუნდის ხილვა მესის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ფეხბურთში მსგავსი მოვლენები ხდება ხოლმე. ახლა ლეო მოტივირებულია და დიდი იმედი მაქვს გუნდთან ერთად წარმატების მოსაპოვებლად იბრძოლებს. მისი საუკეთესო თამაშის ხილვა მხოლოდ ბარსელონას გულშემატკივრებს არ სურთ, ეს ზოგადად ფეხბურთის ქომაგების საერთო სურვილია."-აღნიშნავს პუიოლი.

ლიონელ მესის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კარლეს პუიოლი, რამდენიმე კვირის წინაც წერდა. მან სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის კომენტარი გამოაქვეყნა -"ბედნიერი ვარ იმით, რომ მესი კვლავ "ბარსელონას" რიგებში განაგრძობს ასპარეზობას. ფეხბურთელებს სრულ ნდობას ვუცხადებ, ლეოსთან ერთად ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ." - აცხადებდა პუიოლი.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.