ბუსკეტსი: ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა მსურს

”თავს კარგად ვგრძნობ და მსურს ეროვნულ ნაკრებში თამაში გავაგრძელო. ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე. ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს. რაც შეეხება მიმდინარე კალენდარს, კარგი იქნება ყველაფერზე წინასწარი შეთანხმება თუ მოხდება, მაგრამ ეს ადვილი არ არის. გადატვირთული გრაფიკი საშიშია და შეიძლება მძიმე ტრავმები გამოიწვიოს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნოთ და შესაბამის მომზადებას შევუდგეთ. მე მესმის ყველა მხარის პოზიციის. კალენდარი ყველასთვისაა.
ფეხბურთს ყოველთვის ახასიათებს კრიტიკა. თითქმის ყველა ჩემი თანაგუნდელი გააკრიტიკეს. შენ მუდამ საუკეთესო უნდა იყო. კონსტრუქციული კრიტიკა მისასალმებელია, ნებისმიერი სხვა კი - ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია” - აცხადებს გამოცდილი ნახევარმცველი გამოცემა Marca-თან საუბრის დროს.