კაზემირო: ჩემი ნამდვილი გვარი სულ სხვანაირად ჟღერს

"ბევრმა არ იცის, რომ სინამდვილეში მე კაზიმირო ვარ და არა კაზემირო, რადგან დედაჩემის გვარი ასო "ი"-თ იწერება -კაზიმირო! როდესაც ბრაზილიაში ვთამაშობდი, "სან პაულოსთან" ერთი რიგითი დაპირისპირება გვქონდა. პირველად სწორედ მაშინ დამიძახეს კაზემირო. შესანიშნავი მატჩი ჩავატარე და გადავწყვიტე დაე ასე დამიძახონ. დღემდე ასე გრძელდება." - აღნიშნავს ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოცემა AS-თან მიცემულ ინტერვიუში.