კარიუსი: კლოპი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია

კარიუსი: კლოპი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მეკარე ლორის კარიუსი, რომელიც მოცემულ მომენტში არენდის წესით გერმანულ "იუნიონში" ასპარეზობს, იურგენ კლოპთან არსებულ ურთიერთობაზე საუბრობს.

"კლოპი მუდამ პირნათელი იყო ჩემთან მიმართებით. ის პირდაპირ გეუბნება, როგორია შენი მდგომარეობა. ჩვენ მუდამ კარგი ურთიერთობა გვქონდა და ჩვენს შორის არ იყო არანაირი პრობლემები. იურგენის წარმატებები თავად მეტყველებს ყველაფერზე. მოცემულ მომენტში კლოპი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

კლოპმა მითხრა, რომ "იუნიონში" გადასვლა ჩემთვის კარგი ვარიანტი იქნებოდა, რადგან მომეცემოდა შანსი საკუთარი თავი წრამომეჩინა და ყველასთვის დამემტიკცებინა, რომ კარგი მეკარე ვარ."
- ციტირებს კარიუსის სიტყვებს გამოცემა Kicker.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.