კრიშტიანუ რონალდუს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

კრიშტიანუ რონალდუს კორონა ვირუსი დაუდასტურდა «ტურინის იუვენტუსისა» და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, კორონა ვირუსზე ტესტის პასუხი დადებითი გამოდგა, აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

წყარო იტყობინება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს სიმპტომები არ აღენიშნება. ამ მომენტისთვის კრიშტიანუ რონალდუ თვითიზოლაციაში იმყოფება.

ერთა ლიგის ეგიდით შვედეთთან გასამართ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებს ვერ დაეხმარება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პორტუგალიელი «ტურინის იუვენტუსსაც» გამოაკლდება უახლოეს მატჩებში და შესაძლოა 20 ოქტომბერს დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაც გამოტოვოს.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.