«ვაშინგტონმა» ზაკ ფუკალე გაიფორმა

«ვაშინგტონმა» ზაკ ფუკალე გაიფორმა ცნობილი ჟურნალისტი ტარიკ ელ-ბაშირი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ «ვაშინგტონმა» მეკარე ზაკ ფუკალე 1 წლის ვადით გაიფორმა.

გასულ სეზონში 25 წლის ფუკალემ «ტამპას» შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გოლკიპერი ძირითადად «ორლანდოს» ღირსებას იცავდა ECHL-ში, სადაც 24 შეხვედრიდან 10 გამარჯვება აქვს მოგროვებული, 4 შოთაუთი შეასრულა და საშუალოდ 2,36 შაიბას უშვებდა, ხოლო 92.8 მოგერიება აქვს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მეკარე 2013 წელს «მოენრეალმა» შეარჩია და 36 ნომრით ასპარეზობდა.
ვაშინგტონი გოლკიპერს წელიწადში $700,000 დოლარს გადაუხდის.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.