ერლინგ ჰოლანდი «რეალის» მთავარ სატრანსფერო მიზნად რჩება

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები უკვე დიდი ხანია 20 წლის ნორვეგიელ თავდამსხმელს აკვირდებიან, თუმცა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის გამო დორმუნდის ბორუსიასთან გასულ ზაფხულს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
სამეფო კლუბის მესვეურები ცდილობენ გერმანულ კლუბს ჰოლანდზე ფასი დააკლებინონ. MARCA წერს, რომ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა მზად არ არის 20-წლის ტალანტის სატრანსფერო უფლებებში 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.
transfermarkt-ის ინფორმაციით ერლინგ ჰოლანდის მიმდინარე ფასი 80 მილიონ ევროს შეადგენს. 20-წლის თავდამსხმელს დორტმუნდის ბორუსიასთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.